საქართველოში თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატების იმპორტი, შესაძლოა, აღარ დაიბეგროს
ამობეჭდვა · 02 / 06 / 2019 14:38
საქართველოში თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატების იმპორტი, შესაძლოა, აღარ დაიბეგროს

თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება და იმპორტი შესაძლოა დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დღგ) და ასევე, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლდეს.

შესაბამისი კანონპროექტი რომლის ავტორიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძესთნ ერთად 6 დეპუტატია პარლამენტის ბიუროში 3 ივნისს შევა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის შემუშავების მიზანია თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მწეველობის ეპიდემიის დაძლევას.

თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი 2018 წლის მაისიდან გამკაცრდა, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა.

imedinews.ge

ტეგები