ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 03 / 06 / 2019 17:49
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეისთვის, 4 ივნისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7793 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.7870 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით, 0.0077 გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.1081ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.1078 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0003-ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5150 ლარია , აქამდე მოქმედი კურსი 3.5066 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0084-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4734 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4749 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0015-ით გამყარდა.