ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
ამობეჭდვა · 04 / 06 / 2019 11:33
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია არასრულწლოვანი მ.კ. "2020NEWS" დეტალებს აზუსტებს.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების საქმეზე არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს განაჩენი ცნობილია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ 3 ივნისს ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გ.ჯ. ნაწილობრივ ცნეს დამნაშავედ დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად.