„სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი“ - ზაზა სარალიძე
ამობეჭდვა · 04 / 06 / 2019 13:34
„სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი“ - ზაზა სარალიძე

“სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი ” – ასეთი კომენტარია გააკეთა ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანიდას დაკავების შემდეგ. როგორც მან ტელეკომპანია “პირველთან” კომენტირების დროს განაცხადა მას ჰქონდა იმის მოლოდიანი, რომ მიხიელ კალანდიას დააკავებდნენ.

“მინდა მადლობა გადავუხადო იმას, ვინც ჩათვალა, რომ სიმართლემ უნდა იზეიმოს. სამართალი აგდგენილია და ვნახოთ როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას. რა თქმა უნდა, მოლოდინი მქონდა, რომ დააკავებდნენ. ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დამნაშავე იყო მიხეილ კალანდია. ეს სამართალი საჭირო იყო იმისთვის, რომ მსგავსი პრეცედენტები აღარ განმეორდეს. ბოლომდე მივყვები გამოძიებას, ვიდრე ყველა დეტალი არ იქნება გამოძიებული. სამართალი მაშინ აღდგება ბოლოდე, როცა ამ საქმეში მონაწილე ყველა ფიგურანტი იქნება დაკავებული” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფიგურანტი მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავა.