ავარია თბილისში - დაღუპულია 1 ადამიანი
ამობეჭდვა · 05 / 06 / 2019 11:08
ავარია თბილისში - დაღუპულია 1 ადამიანი

თბილისში, ბარათაშვილის აღმართზე, დილით ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა. სააგენტო "პირველის" ინფორმაციით, ავარიის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე ისმხვერპლა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ტეგები