გოგომ გარდაცვლილი შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო - შემთხვევა წყალტუბოში
ამობეჭდვა · 05 / 06 / 2019 12:24
გოგომ გარდაცვლილი შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო - შემთხვევა წყალტუბოში

წყალტუბოში 19 წლის გოგომ გარდაცვლილი შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო. როგორც „პირველს“ გარდაცვლილი გოგო ახლობლებმა განუცხადეს, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი შეყვარებულის კლასელების ბულინგის მსხვერპლი გახდა.

„გარდაცვლილმა გოგონამ იცოდა გარდაცვლილი შეყვარებულის ფეისბუქ ექაუნთი. ერთ დღესაც შევიდა და ნახა რომ შეყვარებულის კლასელებს ჰქონიათ ჩათი, სადაც კლასელები ამ გოგონაზე ხუმრობდნენ რომ ბიჭის გარდაცვალების შემდეგ საერთოდ აღარ გლოვობდა და არ განიცდიდა შეყვარებულის გარდაცვალებას. სწორედ ამის გამო გოგონამ გადაწყვიტა რომ თავი ჩამოეხრჩო“,- უთხრა „პირველის“ ადგილობრივ კორესპონდენტს გარდაცვლილი გოგონას ახლობელმა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტეგები