„შვილმა მითხრა, გვარის შეცვლა მინდა, არ მინდა ბოროტი ქალის შვილი ვიყოო" - ნანა კოსტავა
ამობეჭდვა · 05 / 06 / 2019 20:37
„შვილმა მითხრა, გვარის შეცვლა მინდა, არ მინდა ბოროტი ქალის შვილი ვიყოო" - ნანა კოსტავა

ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნანა კოსტავა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია უხერხულ და გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს უხდის. ამის შესახებ კოსტავამ "პრაიმტაიმთან " ისაუბრა.

ნანა კოსტავას თქმით, მისი დაუფიქრებელი Facebook პოსტის გამო, ოჯახმა დიდი დარტყმა მიიღო.

„ძალიან განერვიულებული ვარ, ლამის გადავყევი ამ ამბავს. აღარანაირ თანამდებობას აღარ ვიკავებ, არც ფრაქციის ხელმძღვანელი ვარ და არც გენდერული საბჭოს წევრი, ერთადერთი, რაც მაჩერებს ჩემი ერთგული ამომრჩეველია, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე მერიასთან დგას. მე, რომ „ოცნების“ გვერდით დავდექი, მაშინ ბარე ორს ეშინოდა. ერთ-ერთმა პირველმა „ქართული ოცნების“ მაიკა მე ჩავიცვი, ის მაისური სხვათასორის ბერამ მაჩუქა. ძალიან მიყვარს ეს გუნდი და არასოდეს ვიქნები ამ გუნდის მოღალატე და ყოველთვის ვიბრძოლებ მათთან ერთად. მე დავუშვი შეცდომა და თანაგუნდელები უხერხულში და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავაყენე. დამიცვან ვაი, არ დამიცვან და ვუი. ოჯახმა დიდი ბულინგი მიიღო, ჩემმა 11 წლის ბავშვმა მითხრა - დედიკო გვარი რომ შევიცვალო არ შეიძლება, არ მინდა ბოროტი ქალის შვილობაო“ , - განაცხადა ნანა კოსტავამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

ნანა კოსტავას სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა გამოიყენა, რასაც საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა.

დეპუტატი მალევე ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს და გენდერული საბჭოდან გარიცხეს.

სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია კი მისი თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.