ტრამპის ცნობით, რუსეთის ძალები ვენესუელას ტოვებენ
ამობეჭდვა · 05 / 06 / 2019 21:16
ტრამპის ცნობით, რუსეთის ძალები ვენესუელას ტოვებენ

რუსეთმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ ვენესუელიდან სამხედრო პერსონალის უმეტესი ნაწილი გაიყვანა - განაცხადა ორშაბათს სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ამერიკის შეერთებუკლი შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. მოსკოვის ნაბიჯი მნიშვნელოვან უკანდახევას წარმოადგენს ვენესუელის სოციალისტი ლიდერის ნიკოლას მადუროსთვის. მისი ძალაუფლება ქვეყანაში ძირითადად რუსეთის და ჩინეთის მხარდაჭერას ეყრდნობა.

მოსკოვმა ქვეყნიდან არამარტო სამხედროები, არამედ სამოქალაქო პირებიც გაიყვანა. "უოლ-სტრიტ ჯორნალის" ანგარიშის მიხედვით, რომელიც კვირას გამოქვეყნდა, "როსტექმა" - რუსეთის თავდაცვის კონტრაქტორმა ფირმამ - თავისი კადრები ვენესუელაში 1 000 ადამიანიდან რამდენიმე ათეულზე ჩამოიყვანა.

მსოფლიოს 50-ზე მეტმა ქვეყანამ ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ხუან გუაიდო აღიარა. მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო.

amerikiskhma.com

ტეგები