ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 06 / 06 / 2019 17:11
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7411 ლარი ეღირება, ევრო – 3.0794, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4785 ლარი.

დღეს, 6 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7500 ლარი ღირს, ევრო – 3.0990, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4966 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 7 ივნისიდან შევა ძალაში.

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამართულ სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.