ბორჯომში ორ არასრულწლოვანს ეძებენ
ამობეჭდვა · 06 / 06 / 2019 18:58
ბორჯომში ორ არასრულწლოვანს ეძებენ

ბორჯომში ორ არასრულწლოვანს ეძებენ.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბორჯომში ორი არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღეს, დღის მეორე ნახევარში მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს.

მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.

ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ორი არასრულწლოვანი გოგონა სახლიდან დღეს დილით გავიდა და მას შემდეგ მათი ადგილსამყოფელი უცნობია.