გარდაბანში ცოლ-ქმარი მოკლეს
ამობეჭდვა · 07 / 06 / 2019 14:52
გარდაბანში ცოლ-ქმარი მოკლეს

გარდაბნის ცოლ-ქმარი მოკლეს. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს სახე ისე ჰქონდა დაზიანებული, ახლობლებს მათი ამოცნობაც კი გაუჭირდათ. ინფორმაციას kvirispalitra.ge-ი ავრცლებს.

როგორც „კვირის პალიტრა“ წერს, მკვლელობის ადგილზე კედლებზე წარწერები დატოვეს, სადაც მოკლულების ვაჟს უხმობენ: „დროზე ჩამოდი, შენც გაგისწორდებით“.

შსს-ში აცხადებენ, რომ მკვლელობის ფაქტზე საქმე 109-ე მუხლითაა აღძრული, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.