ლანჩხუთში 19 წლის ბიჭი დაჭრეს
ამობეჭდვა · 07 / 06 / 2019 15:21
ლანჩხუთში 19 წლის ბიჭი დაჭრეს

ლანჩხუთში 19 წლის ბიჭს თავს საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ლუკა ფაცურია მეგობარ გოგოსთან ერთად იმყოფებოდა. მას თავს სამი პირი დაესხა და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

ლუკა ფაცურია ლანჩხუთიდან ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.