კუნძულ რუგენზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქვიშის კოშკი ააგეს
ამობეჭდვა · 07 / 06 / 2019 18:22
კუნძულ რუგენზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქვიშის კოშკი ააგეს

გერმანიაში, კუნძულ რუგენზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქვიშის კოშკი ააგეს. 6 ივნისს რეკორდი ოფიციალურად დაადასტურეს გინესის წიგნის წარმომადგენლებმა. ქვიშის კოშკის სიმაღლე 17 მეტრი და 66 სანტიმეტრია, რაც მანამდე არსებულ რეკორდს 98 სანტიმეტრით აღემატება.

ძველი რეკორდიც ასევე გერმანიის ქალაქ დუისბურგში 2017 წელს დაამყარეს. მაშინ კოშკის აგებაზე 11 ტონა ქვიშა დაიხარჯა.

გერმანიის საზღვაო კურორტზე ქვიშის ფესტივალი მე-10 წელია იმართება. აქ შესაძლებელია 2015, 2016, 2017 და 2018 წლებში აგებული ქვიშის კოშკების ექსპონატების ნახვა.