დოპინგის სკანდალის გამო სომხეთის ოქრო საქართველოს მისცეს
ამობეჭდვა · 08 / 06 / 2019 10:29
დოპინგის სკანდალის გამო სომხეთის ოქრო საქართველოს მისცეს

2016 წელს ნორვეგიის ფიორდეში ჩატარებულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრის, ანასტასია გოტფრიდის მიერ მძიმე წონაში მოპოვებული ვერცხლის მედლალი სამი წლის შემდეგ ოქროდ იქცა.

საქმე ის არის, რომ ფიორდეში ჩემპიონად (ატაცი, აკვრა და ორჭიდის ჯამი) გამოცხადებულ სომეხ რიპსიმე ხურშუდიანს ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის ევროპის ჩემპიონის ტიტული ჩამოერთვა, რამაც საბოლოო შედეგებში შესაბამისი გადაადგილებები გამოიწვია: ოქროს მედლები გადაეცა მეორე საფეხურზე მყოფ ანასტასია გოტფრიდს, მეორე ადგილზე დაწინაურდა ბრიტანელი მერსი ბრაუნი, ხოლო ბრიტანელის ადგილზე აღზევდა პოლონელი ალეკსანდრა მეჟევსკაია.

ცნობისთვის, გოტფრიდმა ფიორდეში ექვსივე ცდა გამოიყენა, ატაცში (113 კგ), აკვრაში (136 კგ) და ორჭიდის ჯამში 249 კილოგრამით ვერცხლის მედლები მოიპოვა, დღეს კი ის ჩემპიონად გამოცხადდა. ასე რომ, ანასტასია უკვე ევროპის ორგზის (2016 და 2018) ჩემპიონია, ასევე ძალოსნობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი (2017) ქალი საქართველოდან.

ტეგები