საბურთალოს რაიონს სამი ახალი სპორტული მოედანი შეემატა
ამობეჭდვა · 08 / 06 / 2019 11:35
საბურთალოს რაიონს სამი ახალი სპორტული მოედანი შეემატა

საბურთალოს რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩა N37ბ, სოფელ დიღომში, აღმაშენებლის ქუჩა N60-სა და ვაჟა-ფშაველას ქუჩა N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნები მოეწყო.

პროექტის ფარგლებში, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადეები და სპორტული მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი. ახალი სპორტული მოედნებიდან ორი კომბინირებულია, ხოლო ბოჭორიშვილის ქუჩაზე ფეხბურთის მოედანი გაიხსნა.

ოთხ მისამართზე - ბახტრიონის ქუჩა N22, ვაჟა-ფშაველას გამზირის N42, დიდ დიღომში, ბრწყინვალეს ქუჩა N1-სა და პეტრიწის ქუჩა N13-ის მიმდებარედ კი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა.

დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, საბურთალოს სამი ახალი სპორტული მოედანი შეემატა. ჩვენთვის სოფელ დიღომში, სადაც ასეთი სივრცეების ნაკლებობაა, სპორტული მოედნების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
განხორციელებული პროექტებით მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. სპორტული სივრცეების მოწყობას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

სამუშაოები, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან 285 520 ლარით დაფინანსდა, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „დოკასპორტმა“ შეასრულა.

ტეგები