პრემიერი 6 წლის დავით თათვიძეს ევროპის ჩემპიონობას ულოცავს
ამობეჭდვა · 08 / 06 / 2019 14:28
პრემიერი 6 წლის დავით თათვიძეს ევროპის ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე 6 წლის დავით თათვიძეს ჭადრაკში ევროპის ჩემპიონობას ულოცავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის ქალაქ მამაიაში, მიმდინარე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე, დავით თათვიძემ ზედიზედ 8 პარტია მოიგო და შვიდ წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჩემპიონის ტიტული, ერთი ტურით ადრე მოიპოვა.

ტეგები