მესტიაში ხიდიდან ავტომანქანა გადავარდა - მაშველები ორ ახალგაზრდას ეძებენ
ამობეჭდვა · 08 / 06 / 2019 15:40
მესტიაში ხიდიდან ავტომანქანა გადავარდა - მაშველები ორ ახალგაზრდას ეძებენ

მესტიაში ხიდიდან ავტომანქანა გადავარდა. შემთხვევის შემდეგ მაშველები ორ ახალგაზრდას ეძებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, სამძებრო ღონისძიებებში ჩარულია სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობა. მისივე თქმით, შემთხვევა წუხელ მოხდა.

მესტიის მერის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ვერტმფრენებსაც ელოდებიან.

ტეგები