ახალი დეტალები სამტრედიის ქუჩაზე ქალის გარდაცვალების საქმეზე
ამობეჭდვა · 08 / 06 / 2019 18:17
ახალი დეტალები სამტრედიის ქუჩაზე ქალის გარდაცვალების საქმეზე

თბილისში სამტრედიის ქუჩაზე ქალის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალებია ცნობილი. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ქალის გარდა ბინაში კიდევ სამი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ახლა სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

აღსანიშნავია, რომ ექიმები, სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე სპეციალური აირწინაღებით მუშაობენ. მეზობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში არ უნახავთ, შეტყობინება 112-ზე კი მას შემდეგ გაგზავნეს, რაც ბინაში მყოფებმა მათ კარი არ გაუღეს. მათივე თქმით, სადარბაზოში უსიამოვნო სუნი იგრძნობოდა. მეზობლები ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით მოწამლვა გახდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტეგები