"სამი კორპუსის ირგვლივ სისხლის გუბეები დგას,დაჭრილია სამი" - დიღომში მომხდარის დეტალები
ამობეჭდვა · 09 / 06 / 2019 14:02
"სამი კორპუსის ირგვლივ სისხლის გუბეები დგას,დაჭრილია სამი" - დიღომში მომხდარის დეტალები

დიღომში სისხლიანი გარჩევის თვითმხილველი, თამარ ბელქანია, სოციალურ ქსელში მომხდარის დეტალებს ასაჯაროებს:

„დიღომში სისხლიანი ფეხის ნაკვალევია. ჯერ პერფორმანსი მეგონა. თურმე ბიჭები დაჭრეს.

იარაღის ჩხუბში გამოყენება ლაჩრობა მგონია.

დეტალები არ ვიცი. უბრალოდ სამი კორპუსის ირგვლივ სისხლის გუბეები დგას, რომელიც სხვა კვარტლიდან იწყება...

დაჭრილია სამი. ორი ძმაა. აქედან ერთი მძიმეა - რეანიმაციაში ებრძვის სიკვდილს.

ამბავი გვიან სამ საათზე „ნიკორასთან“ მოხდა. დაჭრილი სახლში გამოიქცა და ეზომდე მოაღწია. მისი ხმა მთელს კორპუსს ესმოდა“, - წერს თამარ ბელქანია.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.