ბეჩოში დაკარგული ორივე ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
ამობეჭდვა · 09 / 06 / 2019 17:00
ბეჩოში დაკარგული ორივე ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში დაკარგული ორივე ახალგაზრდა, ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი, რომლებიც ავტომობილით გზიდან მდინარეში გადავარდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებს ავტომობილი მდინარიდან ამოაქვთ.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ორივე ახალგაზრდის ცხედარი მანქანაში იყო.

წინასწარი ინფორმაციით, ბეჩოს ხეობიდან მომავალი ავტომობილი, რომელშიც მულახელი ახალგაზრდები ისხდნენ, 7 ივნისს, ღამით, სოფელ ბეჩოში ხიდიდან მდინარეში გადავარდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.