იყო გარკვეული პროვოკაციები, მთლიანობაში ვერ შეძლეს ამისგან ისტორია შეექმნათ - გია ვოლსკი
ამობეჭდვა · 09 / 06 / 2019 17:40
იყო გარკვეული პროვოკაციები, მთლიანობაში ვერ შეძლეს ამისგან ისტორია შეექმნათ - გია ვოლსკი

იყო გარკვეული პროვოკაციები, მთლიანობაში ვერ შეძლეს ამისგან ისტორია შეექმნათ და ის რაც ხდება, მისასალმებელია, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

"ვერ ვიტყოდი, რომ განცხადებისთვის რაიმე ახალი გარემოებები მაქვს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თბილისმა, საქართველომ როგორც განვითარებულმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ მძლავრი დემოკრატიული ინსტიტუტებით, კიდევ ერთხელ გამოავლინა თავი. ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებსაც, განსაკუთრებით კი ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც მივიდა და თავის პოლიტიკური ნება დააფიქსირა.

იყო გარკვეული პროვოკაციები, მთლიანობაში ვერ შეძლეს ამისგან ისტორია შეექმნათ და  ის რაც ხდება, მისასალმებელია.

სამი საათი დარჩა საარჩევნო უბნების დახურვამდე, ყველას მოვუწოდებ, საარჩევნო ადმინისტრაციას, აქტივისტებს, ყველა პარტიის წარმომადგენელს, იყვნენ განსაკუთრებით ყურადღებით და იმოქმედონ ისე, როგორც შეეფერება ოცდამეერთე საუკუნის ევროპულ სახელმწიფოს", - განაცხადა ვოლსკიმ.