ირანმა ახალი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა წარმოადგინა
ამობეჭდვა · 10 / 06 / 2019 12:27
ირანმა ახალი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა წარმოადგინა

ირანმა ეროვნული წარმოების უახლესი ჰსთ კომპლექსი „khordad 15“ წარმოადგინა, რომელსაც 120 კილომეტრის რადიუსში შეუძლია ერთდროულად 6 სამიზნის განადგურება.

ირანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ანტისაჰაერო სისტემას შეუძლია აგრეთვე აღმოაჩინოს 85 კილომეტრზე და გაანადგუროს 45 კმ-იან რადიუსში სტელსის ტექნოლოგიით დამზადებული სამხედრო თვითმფრინავები.