თურქეთში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა
ამობეჭდვა · 10 / 06 / 2019 18:37
თურქეთში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში სამოქალაქო, სასწავლო თვითმფრინავის ავიაკატასტროფას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია - 2. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.