აშშ-ში სროლას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 10 / 06 / 2019 23:00
აშშ-ში სროლას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

მისურის შტატში მდებარე ქალაქ სენტ-ლუისში სროლას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა, კიდევ 1 კი დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ცნობით, რამდენიმე ბავშვი უფროსებთან ერთად ქუჩაში იყო, როდესაც მოძრავი ავტომობილიდან ცეცხლი გახსნეს.

შედეგად 3 წლის გოგო გარდაიცვალა, 6 წლის ბიჭი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სხვა დეტალები უცნობია.