ლაგოდეხში 16 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე მის ნათესავს პატიმრობა შეეფარდა
ამობეჭდვა · 11 / 06 / 2019 12:00
ლაგოდეხში 16 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე მის ნათესავს პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ კაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

40 წლის კაცს ბრალი 137-ე მუხლით წაუყენეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მსხვერპლი პოლიციამ დაზარალებულად უკვე ცნო და არასრულწლოვანი ადვოკატთან ერთად დამატებით გამოიკითხა.

რამდენიმე დღეა არასრულწლოვანთან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგები მუშაობენ. მოზარდი და მისი ოჯახის წევრები ახალშობილზე ამ დრომდე უარს აცხადებენ. ბავშვი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

შემთხვევა ლაგოდეხის ერთ- ერთ სოფელში მოხდა. ფაქტი საჯარო მას შემდეგ გახდა, როდესაც მე-11 კლასელი მოსწავლე საგაკვეთილო პროცესზე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მიყვანის შემდეგ აღმოჩნდა , რომ გოგონა ორსულად იყო და იმშობიარა.

გენეტიკურმა ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ გაუპატიურებაში დადანაშაულებული კაცი ნამდვილად ბავშვის მამაა, რის გამოც პოლიციამ ის ორი დღის წინ დააკავა და ბრალი წაუყენა.

ტეგები