საქართველოში 443 ჰექტარზე ახალი დაცული ტერიტორია - პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა 
ამობეჭდვა · 11 / 06 / 2019 14:42
საქართველოში 443 ჰექტარზე ახალი დაცული ტერიტორია - პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა 

პონტოს მუხის აღკვეთილი კიდევ ერთი დაცული ტერიტორიაა, რომელიც გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი ფართობი 443 ჰექტარია.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ეს არის ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოს მუხის კორომები შედარებით დიდ ფართობზეა გავრცელებული. აღკვეთილის შექმნის მიზანია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება. 

სააგენტოს თქმით, კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და WWF კავკასიის პროგრამული ოფისი.

ტეგები