სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა
ამობეჭდვა · 11 / 06 / 2019 15:05
სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი ან პარლამენტის წევრთა თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ზვიად კუპრავა 21 თებერვალს დააკავეს. 2018 წლის 11 ივნისს კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით.

ტეგები