თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესდა
ამობეჭდვა · 11 / 06 / 2019 15:42
თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესდა

2018 წელთან შედარებით (იანვარ-მარტი) 2019 წელს თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესებულია. ამის შესახებ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ კვლევაში.

ორგანიზაციამ თბილისში ჰაერის ხარისხის მაჩვენებლის შედეგების პრეზენტაცია დღეს გამართა. 

მათი= ინფორმაციით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ატმოსფერულ ჰაერში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ისეთი დამაბინძურებლებია დაფიქსირებული, როგორიცაა აზოტის დიოქსიდი - NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10.

კვლევის თანახმად, საქართველოში ავტოპარკის 90% მოძველებულია. 2020 წელს ავტოტრანსპორტისთვის სავალდებულო ხდება კატალიზატორები, მაგრამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ მაისში წარდგენილი კვლევის თანახმად, აღნიშნული რეფორმა საფრთხის წინაშე დგას.

კვლევა ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდა.

ტეგები