მამუკა ბახტაძე დღეს მაიკლ პომპეოს და ჯონ ბოლტონს შეხვდება
ამობეჭდვა · 11 / 06 / 2019 17:35
მამუკა ბახტაძე დღეს მაიკლ პომპეოს და ჯონ ბოლტონს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შეხვდება. შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში თბილისის დროით 18:40 საათზე დაიწყება. მოლაპარაკებების შემდეგ, მამუკა ბახტაძე და მაიკლ პომპეო მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თეთრ სახლში. მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს.
12 ივნისს პრემიერ-მინისტრი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციას გახსნის, რომელიც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძე შეხვედრებს გამართავს სენატორებსა და კონგრესმენებთან, საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

ტეგები