მეხანძრე მაშველებმა გადამზადება გაიარეს
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2019 10:17
მეხანძრე მაშველებმა გადამზადება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო  სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე სპეციალური სწავლება მიმდინარეობს. ავსტრიული კომპანია ‘’როზენბაუერის’’ ინსტრუქტორი  ქართველ მეხანძრე-მაშველებს ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომანქანის მართვა-გამოყენებას და მასთან მუშაობის სპეციფიკას აცნობს.

სწავლებაში მონაწილეობას მეხანძრე-მაშველები მთელი  საქართველოდან იღებენ, სწორად მათ მოუწევთ სამომავლოდ  ახალ სახანძრო-სამაშველო მანქანასთან  მუშაობა.

28 მეხანძრე-მაშველი, 4 დღიანი წვრთნის ფარგლებში, ყველა იმ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შეიძენენ რაც აუცილებელია ახალი ავტომანქანის მართვა-გამოყენებისთვის.  

მაღალი გამავლობის მულტიფუნქციური სახანძრო-სამაშველო მანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტია. 

მანქანამ ტესტირება ავსტრიაში, „როზენბაუერის“ ბაზაზე გაიარა.  ის მორგებულია საქართველოს გარემო-პირობებზე და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.