საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2019 14:20
საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში ერთი წუთის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ​ ბიძგების ეპიცენტრი ორივე შემთხვევაში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან დაფიქსირდა.

12:44 საათზე პირველი ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო 12:45 საათზე დაფიქსირებული ბიძგების მაგნიტუდა 3.3 იყო.

ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.