დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 1 პირი მიეცა
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2019 17:27
დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 1 პირი მიეცა

2019 წლის 22 მაისს, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოშიდაიწყო გამოძიება მოქალაქე უ.ყ.-ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე.აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორისგამოკითხულ იქნა ინციდენტის შემსწრე ყველა პირი.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში,ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ზ.ყ., სექსუალური ორიენტაციის ნიშნითშეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქე უ.ყ.-ს, რადროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული მუქარა გამოწვეული იყო უ.ყ.-ს მიერ ლგბტ+ თემთან დაკავშირებულერთ-ერთ ტელე-გადაცემაში მონაწილეობის მიღებასთან.

ბრალდებულ ზ.ყ.-ს წარედგინა ბრალდება სექსუალური ორიენტაციის ნიშნითშეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენისათვის, რაცგათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება.