13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2019 10:06
13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

13 ივნისის სტიქიიდან დღეს 4 წელი გავიდა - 21 დაღუპული, ორი დაკარგული და ასობით დაზარალებული მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები.

მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული გახდა.

სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.

13 ივნისის სტიქიისა და დედაქალაქში მოულოდნელად დატრიალებული ტრაგედიის გამო, თბილისი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.