უკრაინელი რეჟისორი „ჩერნობილის“ შემქმნელებს მისი ვიდეოს მითვისებაში ადანაშაულებს
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2019 22:53

უკრაინელი რეჟისორი ანდრეი პრიიმაჩენკო ამერიკულ კომპანია HBO-ს და სერიალ „ჩერნობილის“ შემქმნელებს მისი ვიდეოს უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან „მედია დეტექტორში“ განაცხადა.

„მათ ნებართვა რომ ეთხოვათ, წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, თუ ავტორს მიუთითებდნენ“, - ამბობს პრიიმაჩენკო.

მისი თქმით, გრაფიკა კომერციული მიზნით არ გაუკეთებია. მისთვის უბრალოდ საინტერესო და ახლობელი იყო ამ კატასტროფის თემა.

„ჩერნობილი“ ისტორიაში ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა. მისი ამერიკელი სცენარისტი კრეიგ მაზინი გამოტყდა, რომ განიცდიდა, როგორ მიიღებდნენ ამ სერიალს უკრაინელები, რუსები და ბელარუსები.