სტიქია ხარაგაულში - ზარალმა შესაძლოა ხუთ მილიონ ლარს მიაღწიოს
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2019 10:21
სტიქია ხარაგაულში - ზარალმა შესაძლოა ხუთ მილიონ ლარს მიაღწიოს

ხარაგაულში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის გამო მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
უხვმა ნალექმა ხიდები და გზები დააზიანა, გარდა ამისა დატბორილია სახნავ-სათესი მიწები, დახოცილია ფრინველი და პირუტყვი. ჯამში სტიქიის ზარალმა შესაძლოა ხუთ მილიონ ლარს მიაღწიოს.
სტიქიის ზონაში ამ დრომდე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 

ტეგები