მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადა ხუთიდან სამ წლამდე მცირდება
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2019 11:41
მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადა ხუთიდან სამ წლამდე მცირდება

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ამჟამად მოქმედი ხუთ წლიანი ხანდაზმულობის ვადა სამ წლამდე მცირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში მომზადდა.

1tv.ge-ის ინფორმაციით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში ყოველგვარი სუბიექტურობის გამორიცხვისა და მოსამართლის დაცულობის მაღალის სტანდარტის შემოღების მიზნით, პროექტით მკვიდრდება, როგორც დასაბუთებული ვარაუდის, ასევე ალბათობის მაღალი ხარისხის მტკიცებულებითი სტანდარტი. აღნიშნული განიმარტება, როგორც ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისთვის, რომ დისციპლინურ საქმეზე შეფარდებული იქნება შესაბამისი სახდელი.

„ცალსახად განისაზღვრება, რომ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორედ აღნიშნული ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს“, – აღნიშნულია კანონპროექტში. 

ტეგები