IDFI-მ 100 საჯარო დაწესებულების ვებ-გვერდების დეტალური მონიტორი ჩაატარა
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2019 12:48
IDFI-მ 100 საჯარო დაწესებულების ვებ-გვერდების დეტალური მონიტორი ჩაატარა

2019 წლის მაისში IDFI-მ შეისწავლა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა 100 საჯარო დაწესებულებაში და ამ მიზნით განახორციელა შემდეგ უწყებათა ვებ-გვერდების დეტალური მონიტორი. მონიტორინგის შედეგად, ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მაღალი (98%) შეფასება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ მიიღო, ყველაზე დაბალი კი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ (39%);

სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წელთან შედარებით, 13 ცენტრალური საჯარო დაწესებულებიდან 9-მ, გააუარესა ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების და საქვეუწყებო დაწესებულებების ინფორმაციის გამოქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 47%-ს შეადგენს , მაშინ როდესაც მათი ზემდგომი უწყებების (სამინისტროების) საშუალო მაჩვენებელი 76%-ია;
გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული უწყებების დაახლოებით 40%-ს, პროაქტიულად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 30%-ზე ნაკლები ჰქონდა განთავსებული საკუთარ ვებგვერდზე;

საჯარო დაწესებულებებისათვის ყველაზე პრობლემური საკითხი ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება აღმოჩნდა. არცერთ შეფასებულ საჯარო დაწესებულებას არ ჰქონდა გამოქვეყნებული ინფორმაცია ღია მონაცემების (CSV ან XML) სახით. 31 საჯარო დაწესებულებას კონკრეტული ფინანსური ინფორმაცია გამოქვეყნებული ჰქონდა Excel-ის ფორმატში, მხოლოდ 48 საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე იყო ხელმისაწვდომი განვლილ წლებში პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის არქივი. 

ტეგები