სკოლებში უსაფრთოების გაძლიერების მიზნით ნათია ზედგენიძე პოლონელ ექსპერტებს შეხვდა
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2019 15:10
სკოლებში უსაფრთოების გაძლიერების მიზნით ნათია ზედგენიძე პოლონელ ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონელ ექსპერტებს - პოლონეთის ნარკო-პრევენციის ცენტრის უფროსის მოადგილე ბოგუსლავა ბუკოვსკას და პოლონეთის ფსიქიატრიისა და ნერვოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ ქშიშტოფ ოსტაჟევსკის შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც სკოლებში უსაფრთხოებისა და ფსიქო-სოციალური კუთხით მუშაობის გაძლიერებას, ასევე ანტინარკოტიკული კამპანიისა და მასთან დაკავშირებული პრევენციულ ღონისძიებებს , რომელსაც მანდატურის სამსახური პოლონელი ექსპერტების ჩართულობით განახორციელებს. პოლონელმა ექსპერტებმა შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ განათლების სისტემური რეფორმის ფარგლებში უსაფრთხოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია:

„ვფიქრობთ, რომ მიმართულება რომელიც უკვე არჩეული გაქვთ, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პოზიტიური სკოლის კლიმატი და უსფართხო გარემო ძლიერი დამცავი ფაქტორია. ასე რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ არჩეულ მიმართულებებს“ - განაცხადა პროფესორმა ქშიშტოფ ოსტაჟევსკიმ.

პოლონელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ (EU-ACT) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ტეგები