მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში სამხედრო სამსახურისთვის სამედიცინო შემოწმება გაიარა
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2019 15:37
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში სამხედრო სამსახურისთვის სამედიცინო შემოწმება გაიარა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში სამხედრო სამსახურისთვის სამედიცინო შემოწმება გაიარა. ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავად გამოაქვეყნა.

"გავიარე სამედიცინო კომისია და დავდექი სამხედრო აღრიცხვაზე სვიატოშინსკის სამხედრო კომისარიატში. ჯანმრთელობა შესანიშნავია, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ, ასე რომ, მზად ვარ, იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა. ძალიან სასიამოვნო და გულისხმიერი სამედიცინო პერსონალია, რომელიც მუშაობს ძალიან ცუდ პირობებში. საჭიროა სამხედრო კომისარიატებისა და მათი თანამშრომლებისთვის დაფინანსების მკვეთრად გაზრდა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში

 

ტეგები