დეპუტატ ნოდარ დუმბაძეს მაშველი გოგონების მიმართ სექსისტურ გამონათქვამში ადანაშაულებენ
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2019 16:14
დეპუტატ ნოდარ დუმბაძეს მაშველი გოგონების მიმართ სექსისტურ გამონათქვამში ადანაშაულებენ

"ზატო ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ”- სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარის გამო, რომელიც მაშველ გოგონებს ეხებოდა, ბათუმის საკრებულოს წევრმა, ნოდარ დუმბაძემ ბოდიში მოიხადა,
საკრებულოს წევრი განმარტავს, რომ კომენტარი ხუმრობა იყო:
„ეს კომენტარი მეგობრის სტატუსზე დავწერე, რომელიც მაშველი გოგონების პროფესიონალიზმზე საუბრობდა, არ მქონია არანაირი ცუდი განზრახვა, ეს იყო ხუმრობა, მაგრამ თუ საზოგადოებაში ეს აღქმულია, როგორც დისკრიმინაცია ან სექსისტური განცხადება, საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს“, – განაცხადა ნოდარ დუმბაძემ.

დღეს, აღნიშნული კომენტარის გამო ნოდარ დუმბაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ პროგრამების ხელმძღვანელი რომა დოლაბერიძე. მან აღნიშნა, რომ საკრებულოს სხდომაზე სწორედ ნოდარ დუმბაძის მხრიდან დისკრიმინაციული განცხადების გასაპროტესტებლად მივიდა, თუმცა სხდომაზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა.
 

ტეგები