ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ჰომოფობია დანაშაულად გამოაცხადა
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2019 17:05
ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ჰომოფობია დანაშაულად გამოაცხადა

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ჰომოფობია დანაშაულად ოფიციალურად გამოაცხადა. 11-დან 8 მოსამართლემ მხარი დაუჭირა იმას, რომ ჰომო და ტრანსექსუალებისადმი მტრული დამოკიდებულება რასიზმის მსგავსად, სისხლის სამართლის დანაშაულად შეფასდეს.

მოსამართლე კარმენ ლუზიამ დაასაბუთა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ცრურწმენა უფრო მეტ ტანჯვას იწვევს, ვიდრე სხვები.
ბრაზილიის პარლამენტმა გააპროტესტა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. კონსტიტუციის თანახმად, საკანონმდებლო გადაწყვეტილებები ეროვნულ კონგრესის კომპეტენციაში შედის- აღნიშნეს ბრაზილიის პარლამენტში.

ორგანიზაცია „Grupo Gay de Bahia“ -ს ცნობით, ბოლო წლებში ბრაზილიაში ჰომოსექსუალებთან მტრული დამოკიდებულება გააქტიურდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2017 წელს ბრაზილიაში ჰომოფობიის ნიადაგზე 387 მკვლელობა მოხდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება.

ტეგები