მე დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს - ლევან ვასაძე აქციას აანონსებს
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2019 22:11
მე დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს - ლევან ვასაძე აქციას აანონსებს

მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ლგბტ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ, ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საჯაროდ გაამხელენ სამოქმედო გეგმას, თუ როგორ არ ჩატარდება ე.წ. კვირეულის არც ერთი ღონისძიება, არც ერთ ადგილას.

“ჩემი დაპატიჟება ძირითადად მამაკაცებს შეეხება. ის გასაკეთებელი, რაც ჩვენ გვექნება, კაცების გასაკეთებელი იქნება. რა უნდა გავაკეთოთ და როგორ, ყველაფერს აქციაზე აგიხსნით. მე დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს და ვთხოვ, რომ ბავშვები და ქალები სახლში დარჩნენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ვასაძემ.
კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლაა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის დაკავებულია კონტრაქციის მონაწილე 8 პირი. 

ტეგები