ირმა ინაშვილი აქციაზე დაკავებული 8 პირის გათავისუფლებას ითხოვს
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2019 22:55
ირმა ინაშვილი აქციაზე დაკავებული 8 პირის გათავისუფლებას ითხოვს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი შს სამინისტროს მიმართავს, დღევანდელ აქციაზე დაკავებული ყველა პირი სასწრაფოდ გათავისუფლდეს.

ინაშვილის თქმით, არაფერ შუაში არაა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლი და ამ მოტივით აქციის მონაწილეების დაკავება.

„მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა დაკავებული სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. ეტყობა, ვიღაცას ჰგონია, რომ აზრის გამოხატვის უფლება საქართველოში სხვებს აქვთ, მართლმადიდებლებს კი – არა. ეს მართლმადიდებელი მრევლი ამ ქვეყანაში უმრავლესობაა და როდემდე უნდა ჩაგრავდეს უმრავლესობას უმცირესობა? ამიტომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული“, – აცხადებს ირმა ინაშვილი. 

ტეგები