გორში მამამ 2 წლის შვილს შემთხვევით მანქანით გადაუარა
ამობეჭდვა · 15 / 06 / 2019 14:06
გორში მამამ 2 წლის შვილს შემთხვევით მანქანით გადაუარა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში კაცმა მანქანის მობრუნებისას შემთხვევით საკუთარ შვილს გადაუარა.

2-წლამდე ბავშვმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.