მარიამ ჯაშმა პროფესიული განათლების ქართულ-გერმანულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ამობეჭდვა · 15 / 06 / 2019 19:53
მარიამ ჯაშმა პროფესიული განათლების ქართულ-გერმანულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები გაიხსნა დღეს თბილისში, რომელშიც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის „SKILLS4GEORGIA - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ გახსნისას, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულება არა მხოლოდ განათლების რეფორმის ფარგლებში, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით, „გერმანია არის გამორჩეული ქვეყანა პროფესიული განათლების წარმატებული მაგალითებით და სწორედ გერმანიასთნ თანამშრომლობით ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ წარმატებით აღსრულდება და გაჩნდება კარგი მაგალითები კერძო და საჯარო სექტორის თნამშრომლობის. რაც პროფესიული კადრების მომზადების საშუალებას მოგვცემს და დასაქმების, ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გარანტიებს შექმნის“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მან ასევე აღნიშნა გერმანული მხარის დიდი დახმარება გასულ წელს „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონის შემუშავებასა და მიღებაში.

კომიტეტის თვმჯდომარემ თქვა, რომ ქვეყანა ახლა უფრო მნიშვნელოვან ეტაპზეა რასაც კანონის წარმატებით აღსრულება ჰქვია და ისაუბრა სახელმწიფოს მიერ ამ სფეროს განვითრების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, - „2019 წელს ჩვენ შევხვდით მნიშვნელოვანი ცვლილებით, როდესაც პირველად საელმწიფო დაფინანსებით ხდება პროფესიულ კოლეჯებში სტუდენტთა სწავლების ხელშეწყობა, იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მასშტაბი გაიზრდება ამ მიმართულებით. ასევე კანონის დონეზე გვაქვს აღმოფხვრილი, ჩიხი, რომ კოლეჯის დასრულების შემდეგ, მათი სწავლის გაგრძელება ფერხდებოდა, დღეს ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებით აღნიშნული ბარიერიც არის აღმოფხვრილი“.

 

კონფერენციის მუობაში მონაწილეობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, რომელმაც თავის გამოსვლაში იმ ნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა, რსასაც საქართველოს მთავრობა პროფესიული განათლების და ზოგადად განათლების რეფორმის მიმართულებით დგამს.

„ერთ-ერთი ყველაზე ნიშვნელოვანი მიმართულება არის პროფესიული განათლება. დღს მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად ეს ყველაფერი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ გერმანული მოდელის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით. იმ მოდელით, რომელიც დაფუძნებულია დუალურ სწავლებაზე, ბიზნეს სექტორის ჩართულობაზე და რაც მთავარია კერძო პრაქტიკის სწავლებასთან ერთად განხორციელებაზე. ეს მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გადავჭრათ, როგორიცაა ახალგაზრდების განათლება და რაც მთავარია, კონკრეტულ სფეროებში დასაქმება,“ - განაცხადა მინისტრმა.

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას გერმანიის მხრიდან 23 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ, რომელიც მიმართული იქნება საქართველლოში გერმანული ხარისხის და მაღალი სტანდარტების მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრის შექმნაზე.

კონფერენციის გახსნაში მონაწილეობდა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში.​