ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვევა
ამობეჭდვა · 16 / 06 / 2019 10:32
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 17-19 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ცვეტა კარაინჩევასთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ცვეტა კარაინჩევა ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

შეხვედრა, ასევე, გაიმართება ბულგარეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

დაგეგმილია შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან, რუმენ რადევთან და ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ქალაქ ველიკო ტარნოვოში გაემგზავრება, სადაც ქალაქის მერს, დანიელ პანოვს შეხვდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და დანიელ პანოვი პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ტეგები