„ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს
ამობეჭდვა · 16 / 06 / 2019 22:06
„ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს

ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული.

ამ შინარსის განცხადებით „ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, დაამონტაჟონ მხოლოდ დახურული წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლები (ე.წ. კალონკები) და გაზის გამათბობლები.

„ფოთლები, ბალახები, ხავსი, ფესვები და ა.შ - ეს არის იმ მასალის ნაწილი, რასაც ფრინველები ბუდეების ასაშენებლად იყენებენ.

ჩიტების უმეტესობა ბუდობას აპრილიდან იწყებს და თითქმის აგვისტოს ბოლომდე აგრძელებს. გაინტერესებთ რა კავშირშია ფრინველები და გაზი ერთმანეთთან?

ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული.

ფრინველები ბუდეს ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლების ან გაზის გამათბობლების მილში იკეთებენ.

ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ არ უნდა მოვიხმაროთ სახლში ან დახურულ სივრცეში ღია კამერიანი გაზის დანადგარები.

დაამონტაჟეთ მხოლოდ დახურული წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლები (ე.წ. კალონკები) და გაზის გამათბობლები.

ყაზტრანსგაზ-თბილისი მოგიწოდებთ. უარი თქვით ღია წვის კამერიანი დანადგარების საცხოვრებელ ფართში მონტაჟზე. არ დაამონტაჟოთ ე.წ. გოფრირებული მილები“.