დედაქალაქის ყველა ცენტრალური ქუჩა ოქტომბრის ბოლომდე ყოველდღიურად მოირეცხება
ამობეჭდვა · 17 / 06 / 2019 10:18
დედაქალაქის ყველა ცენტრალური ქუჩა ოქტომბრის ბოლომდე ყოველდღიურად მოირეცხება

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონის ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი ყოველდღიურად მოირეცხება.
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას თქმით, დედაქალაქის ქუჩების ყოველდღიური მორეცხვა, სპეციალურად შემუშავებული განრიგის მიხედვით, ზამთრის დადგომამდე განხორციელდება.

„ქუჩების დატვირთულობიდან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც კონკრეტული ქუჩების, გამზირების მორეცხვა წინასწარ გაწერილ საათებში მოხდება. სეზონური მორეცხვის სამუშაოები თამარაშვილის ქუჩიდან დავიწყეთ და ეტაპობრივად მივყვებით“, - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.

გზის მორეცხვის სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ტეგები