საპენსიო ფონდი არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოში პენსია იყოს ღირსეული-მამუკა ბახტაძე
ამობეჭდვა · 17 / 06 / 2019 16:11
საპენსიო ფონდი არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოში პენსია იყოს ღირსეული-მამუკა ბახტაძე

საპენსიო ფონდი არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოში პენსია იყოს ღირსეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საპენსიო ფონდებს ალტერნატივა არ აქვს და მის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერმა ქვეყანამ მიაღწიოს სოციალური დაცვის მაღალ დონეს.

„საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატები იყვნენ წარდგენილი, მოხდა მათი დამტკიცება. ეს არის საჯარო ინფორმაცია. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ადამიანებით მოხდა დაკომპლექტება. მსურს რამდენიმე დავასახელო მაგალითისთვის - ფინეთის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი და ფინეთს აქვს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა განხორციელებული; მსოფლიოს ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არის წარმოდგენილი; ასევე საფრანგეთის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი და სწორედ მსგავსი რანგის და გამოცდილების ხალხია ამ საბჭოში შეყვანილი. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ საპენსიო ფონდების გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერმა ქვეყანამ მიაღწიოს სოციალური დაცვის მაღალ დონეს და მაღალ ხარისხს. ჩვენ ვისმენთ ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან იაფფასიან პოპულიზმს. საპენსიო ფონდებს ალტერნატივა არ აქვს. მსოფლიოს ვერცერთმა წარმატებულმა ქვეყანამ, წარმატებულმა ეკონომიკამ ვერ შეძლო მიეღწია სოციალური დაცვის მაღალი დონისთვის საპენსიო ფონდების გარეშე. საპენსიო ფონდი არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოში პენსია იყოს ღირსეული“, - განაცხადა ბახტაძემ.
 

ტეგები