აკაკი ზოიძე პალიატიური მზრუნველობის საკითხებზე შეხვედრებს მართავს
ამობეჭდვა · 18 / 06 / 2019 14:57
აკაკი ზოიძე პალიატიური მზრუნველობის საკითხებზე შეხვედრებს მართავს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე „ღია საზოგადოების ფონდის“ ორგანიზებით, 16-20 ივნისს, სამუშაო ვიზიტით ჰოლანდიაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის თავმჯდომარე პალიატიური მზრუნველობის და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის თაობაზე ნიდერლანდების გამოცდილებას ეცნობა. სამუშაო ვიზიტით ასევე გათვალისწინებულია ჰოლანდიის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრებთან შეხვედრების გამართვა. აკაკი ზოიძე საერთაშორისო გამოცდილების გაცნობის მიზნით, ნიდერლანდების ჰოსპისებს მოინახულებს და ტკივილის მართვის ექსპერტებსაც შეხვდება. 

„ჩვენს ქვეყანაში პალიატიური და გრძელვადიანი მოვლის სერვისების  დანერგვისათვის  ნიდერლანდების გამოცდილება მნიშვნელოვანია, რათა სისტემის ეფექტური განვითარებისათვის ძირითადი კომპონენტები  სწორად დაიგეგმოს. ეს კი თავის მხრივ, პალიატიური პაციენტი ბავშვებისა და ხანდაზმულების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.